ფეხბურთი

16:40 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: “ზაფხულამდე “ინტერის” ფეხბურთელად ვრჩები”

23 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ბაქოს “ინტერში” დარჩება. ფეხბურთელს წინადადება ჰქონდა თბილისის “დინამოდან”. კვეკვესკირს დავუკავშირდით და აგვიხსნა ვითარება:

“შემოთავაზება იყო, მაგრამ ბაქოს “ინტერთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა და მანამდე “ინტერის” ფეხბურთელი ვარ” – გვითხრა ნიკამ.

კვეკვესკირს აშკარა პროგრესი აქვს. “ინტერში” კარგი თამაშის შემდეგ კახა ცხადაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ათამაშა. ნიკამ გიბრალტართან და გერმანიასთანაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ამასთან, კვეკვესკირი აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტი გაუცდა ტრავმის გამო. ახლა კი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112149