ფეხბურთი

15:45 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემბერსი შესაძლოა "საუთჰემპტონში" დაბრუნდეს

ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა მცველმა კალუმ ჩემბერსმა შესაძლოა "საუთჰემპტონში" განაგრძოს კარიერა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.

20 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის (11 მატჩი და სულ 348 წუთი), რითაც უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლაზე ფიქრობს. ზემოთ ნახსენები წყაროს თანახმად, "საუთჰემპტონს" ჩემბერსის 6-თვიანი იჯარით აყვანა სურს.

შეგახსენებთ, რომ კალუმი "წმინდანების" აღზრდილია და ძირითად გუნდში 2012-2014 წლებში გამოდიოდა, სადაც 24 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064042