ფეხბურთი

16:27 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია (VIDEO)

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანურმა "ბარსელონამ" ჩინური "გუანჯოუ" 3:0 დაამარცხა (იხილეთ მატჩის სტატისტიკა) და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მესისა და ნეიმარის არყოფნაში კატალონიელებს ლუის სუარესმა ულიდერა, სამივე გოლი ურუგვაელი ფორვარდის ანგარიშზეა.

20 დეკემბერს, საკლუბო მუნდიალის გადამწყვეტ შეხვედრაში "ბარსელონა" არგენტინული "რივერ პლეიტის" წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო "გუანჯოუ" მესამე ადგილისთვის იაპონურ "ჰიროშიმას" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114059