საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016-2017 წლების სეზონის ლიცენზირების მაძიებელი საფეხბურთო კლუბებისთვის სემინარები დაიწყო. სემინარი, რომელიც სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადებისა და სფფ-ში მათი წარმოდგენის ტექნიკურ ასპექტებს შეეხება, 16, 23 და 24 დეკემბერი შედგება.
სემინარის პირველ დღეს, რომელიც ზოგად და იურიდიულ საკითხებს დაეთმო, დამსწრეებს სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ლიცენზირების საკითხებზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ მიმართეს. სფფ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ლიცენზირების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სისტემის დამოუკიდებლობისა და სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე ისაუბრესს.
სემინარების შემდეგ, დაინტერესების შესაბამისად, კლუბებს ჩაუტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაციები. იანვარ-თებერვალში იგეგმება რეგიონული შეხვედრები, რომლის დროსაც აღნიშნული პერიოდისთვის არსებული კონკრეტული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის საშუალებების შესახებ იმსჯელებენ.
სფფ-ს პრესსამსახური