ფეხბურთი

19:14 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი ლაზარეთს დაუბრუნდა

“ლივერპულისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი კვლავ ტრავმირებულია. BBC–ის ინფორმაციის თანახმად, მან ფეხის ტკივილი “ნიუკასლთან” წაგებულ შეხვედრაში იგრძნო.

26 წლის ფორვარდს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული. დანიელი ამჯერად დაახლოებით 4 კვირას იუქმებს.

სტარიჯს მიმდინარე სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მან მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112155