დღეს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეოთხე ტურის შეხვედრა შედგა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ,,ქუთაისი 2010“ და ,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ.
რაღა თქმა უნდა, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, რომლებმაც პირველ ტურში შეძლეს ზღვისპირელთა დამარცხება. პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც ბოლომდე შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება, 93:72 გაიმარჯვეს და პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აიღეს. ,,მგზავრები არმიასთან“ და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ ,,ბათუმთან“ დამარცხების შემდეგ, ქუთათურებმა მესამედ წააგეს, ამჯერად საკუთარ მოედანზე.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა ,,სოხუმის“ ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა ფილიპ მილერმა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ჯგერენაია, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 12 მოხსნაა. მასპინძელთა შორის ფორვარდმა გიგი ბარბაქაძემ და ცენტრალურმა თავდამსხმელმა რიჩარდ მათიაშვილმა ყვლაზე მეტი 13-13 ქულა მიითვალეს.
,,ქუთაისი 2010“- ,,სოხუმი“ 72:93 (23:30, 17:20, 17:16, 15:27)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
0?'>https://www.facebook.com/bckutaisi2010/?fref=ts':'>https://www.facebook.com/bckutaisi2010/?fref=ts'))
BC Kutaisi 2010
„ქუთაისი 2010“-ს და „სოხუმის“ მატჩი ცენტრალური გახლდათ სუპერლიგის მე-9 ტურში. ამიტომაც დიდ ინტერესს იწვევდა. ჩვენს გუნდს აქამდე საკუთარ არენაზე არ წაეგო და მორიგი წარმატების შემთხვევაში ლიდერის პოზიციის გამყარება შეეძლო, თუმცა ამ ამოცანის შესრულება ვერ მოხერხდა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, დღეს სტუმარი მასპინძელზე ძლიერი აღმოჩნდა. ჩვენმა მეტოქემ დიდი შემართებით, სწრაფად, გააზრებულად ითამაშა და გამარჯვებაც ალალად შეირგო.
„სოხუმმა“ პირველ ათწუთეულში შეძლო დაწინაურება და უპირატესობა ხელიდან მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვა. 72:93 - ასეთი სოლიდური სხვაობით დავმარცხდით.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „როგორც ალპინისტებს უჭირთ უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრა, ისე გვიჭირს ყოველთვის ქუთაისის გუნდთან თამაში. არადა, მსიამოვნებს ქუთაისი ჩამოსვლა, მისი ბრწყინვალე გულშემატკივარი. მიმაჩნია, რომ ქუთაისის გუნდი საქართველოში იგივეა, რაც „ჟალგირისი“ ლიტვაში. ვიცოდით, რომ დაძაბული ბრძოლა გვექნებოდა და საგანგებოდ მოვემზადეთ ამ თამაშისათვის. ჩვენმა გარჯამ ნაყოფი გამოიღო, პირველ წრეში, თბილისში განცდილი მარცხისათვის რევანშის აღება მოვახერხეთ“.
კოტე ტუღუში („ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელი): „ძალიან სამწუხაროა, რომ საკუთარ კედლებში პირველი თამაში წავაგეთ. მთლიანად ჩავარდა ჩვენი დაცვა. „სოხუმი“ სერიოზული, ძლიერი გუნდია, ჩვენი უშუალო კონკურენტი ჩემპიონობისათვის ბრძოლაში.წინ კიდევ ბევრი თამაშია. მომდევნო მატჩს გასვლაზე „აკადემიასთან“ მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ“.
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/bc.sokhumigeorgia?fref=ts')>0?'https://www.facebook.com/bc.sokhumigeorgia?fref=ts':'https://www.facebook.com/bc.sokhumigeorgia?fref=ts'))
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/bckutaisi2010/?fref=ts')>0?'https://www.facebook.com/bckutaisi2010/?fref=ts':'https://www.facebook.com/bckutaisi2010/?fref=ts'))
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/bc.sokhumigeorgia?fref=ts')>0?'https://www.facebook.com/bc.sokhumigeorgia?fref=ts':'https://www.facebook.com/bc.sokhumigeorgia?fref=ts'))
ქუთაისში 21 ქულით მოგება ხუმრობა არ არის! კარგია, რომ კორექტული თამაში იყო!
ძალიან გამიხარდა, რომ ასე ლამაზად და თბილად ჩატარდა ეს მატჩი!
ძალიან ლამაზი და საინტერესო თამაში ყოფილა! როგორც მომწერეს ქუთაისიდან, ადგილობრივმა მაყურებლებმა ტაშით გააცილა სოხუმი და საერთოდ დარბაზში ძალიან თბილი ატმოსფერო სუფევდაო!
tevdo
გამიკვირდა სოხუმის მოგება. თბილისში ქუთაისმა კარგად ითამაშა. უფრო დაწვრილებით ხომ არ დაწერდი. მე შენ გეტყვი გარჩევას დაგიდებს რომელიმე ჟურნალისტი
ხოდა ისიც დაგეწერათ მთელი დარბაზი რომ ტაშს უკრავდა ორივეგუნდს.....სულ ცუდზე რომ საუბრბოთ...ეკუთვნოდა სოხუმს ამ თამაშის მოგება და ვულოცავ....ლონდარიძისნაირი პროვოკატორები არიყვნენ ამგუნდში და სასიამოვნოა....