გერმანულმა "ფრაიბურგმა" 21 წლის ლუკას ჰუფნაგელს კონტრაქტის პირობები გაუუმჯობესა. ხელშეკრულების ვადა (3 წელი) არ შეცვლილა. აწ უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ამ ზაფხულს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის "უნტერჰახინგიდან" გადავიდა მეორებუნდესლიგელ "ფრაიბურგში" და საკმაოდ კარგადაც ათამაშდა.
"ფრაიბურგის" საიტზე კლუბის სპორტული დირექტორის, კლემენს ჰანტერბახის სიტყვებია მოყვანილი:
"ჰუფნაგელი მესამე ბუნდესლიგის გუნდიდან მოვიყვანეთ, მაგრამ ის საკმაოდ სწრაფად შეეჩვია "ფრაიბურგს". ლუკასი შრომისმოყვარეა, გულით უდგება საქმეს და კლუბის მომავლისთვის მშვენიერი დასაყრდენი გახლავთ".
თავად ჰუფნაგელმაც კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ "ფრაიბურგის" ფეხბურთელია და კლუბი ყველანაირად ხელს უწყობს წინსვლისთვის.
ახალი კონტრაქტის პირობების დეტალები, რა თქმა უნდა, არ გასაჯაროებულა.
შეგახსენებთ, ლუკასს ნოემბერში ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. მან ტალინში, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში (0:3) ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცხადაზე ჩანს მგონი ყველაზე სუსტი ეროვნულ ნაკრებში
მე არ ვარ დიდი ტაქტიკოსი, მაგრამ არ მჯერა რომ ამ ფეხბურთელებით ძლიერი გუნდი არ გაკეთდება. არ არის პოტენციალი ?
ანანიძე
ჭანტურია
მჭედლიძე
ჭანტურია
ოქრიაშვილი
ჰუფნაგელი
ზარანდია
არაბიძე
კვირკველია
კაშია
ზარანდია
პაპუნაშვილი
თქვენც დაამატეთ თუ ვინმე ახალგაზრდა გამომრჩა
ყაზაიშვილი, გოგია და ვაჩიბერაძე
EვროპაშI ჩანოყალიბებული ფეხბურტელები გვჭირდება რომ რამენაირად მენტალური პრობლემებიგადავლახოტ ნაკრებში. Dაგვიანებები და გაცდენები რო ამოიძირკვოს. Iმედია ლუკას ნაირ ფ3ხბურტელებს გამოიძახებს ცხადაძეც..წარმაყრმატებები ლუკას...
ნახვეარი წელიც და ბუდნელსიგის ფეხბუღტელი იქნება ცხადაძე კიდე სასტავში დაუშვილს აყენებს ტფუიიი ჯანოსაც ჯობია ეს და კვეკვესაც მარა რათ გინდა არ ათამაშებენ
მეც გამიკვირდა ძალიან, ჯერ ცინცაძის დაყენება ძირითადში, და მერე დაუშვილის.
კველაზე დიდი პლიუსი ფეხბურთელის შრომისმოყვარეობაა და მიღწეულზე არ გაჩერებაა....წარმატებებიიი.....
ყოჩაღ, აი საიდან სად იჩითება ტიპი, ნახევარი წლის წინ მესამე ბუნდესლიგაში იყო, ახლა მეორეშია და მომავალ წელს დიდი ალბათობით ბუნდესლიგაში იქნება. შრომის და იღბლის ძალიან კარგი თანხვედრა. ასეთი გამარჯვებულის მენტალიტეტის ფეხბურთელი ჰაერივით გვჭირდება
და რაც ყველაზე მთავარია,საქართველოს ნაკრებში გაიჩითა,მაგაზე დიდი მიღწევა რაღა უნდა იყოს
(სიმწრის ხუმრობა)
მესამე ბუნდესლიგიდან ბუნდესლიგაში იჩითება, მაგარი პროგრესი აქვს. ეტყობა რომ შრომისმოყვარეა