თამაშგარე

12:23 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიას “მილანის” ეიმედება

სულის კოკობი იტალიელი მოდელი კლაუდია რომანი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, არაფრის დიდებით არ ივიწყებს თავის ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან სამშობლოს და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მას საყვარელი საფეხბურთო კლუბისათვის არასოდეს უღალატია.

თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ კლაუდია ერთ დროს ევროპის მრისხანე გრანდის - “მილანის” დიდი გულშემატკივარია და ბოლოდროინდელ ინტერვიუებში სულ იმას ამბობს, რომ გრძნობს თუ როგორ დგება მისთვის და მილანელთა ყველა ქომაგისათვის ნეტარი და დიდებული ჟამი.

“როგორც ხედავთ, “მილანი” ბოლო დროს სწორედ ისე ათამაშდა, როგორც უწინ და მე დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ერთ ან ორ წელიწადში ჩვენი გუნდი დაუბრუნდება ევროპის და მსოფლიოს გრანდების რიცხვს. მე “მილანის” ყველა ქომაგს ვარწმუნებ, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება!” – ამბობს კლაუდია რომანი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში და გამომწვევად იღიმება.

0.096883