ფეხბურთი

14:32 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპისთვის ფერგიუსონი საუკეთესოა

ინგლისური “ლივერპულის” გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ლეგენდარული შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მწვრთნელია.

“ფერგიუსონმა “ლივერპულში” დანიშვნა მომილოცა, ჩვენ სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მას რამდენჯერმე შევხვედრივარ. რა თქმა უნდა, იგი სამაგალითოა ნებისმიერი მწვრთნელისთვის”, - აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, კლოპი “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად ორი თვის წინ დაინიშნა, ხოლო ფერგიუსონმა სამწვრთნელო საქმიანობა 2013 წელს დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0617