საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, ანუ 1997 წელს დაბადებულები და უმცროსები, ელიტრაუნდში პირველ ჯგუფში მოხვდნენ: ქართველთა მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან. ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 11-24 ივლისს გერმანია უმასპინძლებს.
სად ჩატარდება ელიტრაუნდის ჩვენი ჯგუფის მატჩები, ჯერ უცნობია.
ამ ფორმაციის ნაკრებს ვასილ მაისურაძე წვრთნის და როგორც იცით, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს: უელსთან 0:3 წააგეს, ალბანეთს 1:0 მოუგეს და ავსტრიასთან 0:0 ითამაშეს.
ელიტრაუნდის ჯგუფი საკმაოდ ძლიერია. მარტო ის რად ღირს, რომ ესპანეთი 19-წლამდელებში დომინანტია და ხშირად ხდება ჩემპიონი. თითქოს დაბედებული გვაქვს, რომ ესპანეთი არ უნდა აგვცდეს ასაკობრივ ტურნირებში...