სხვა

20:25 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთელთა მე-3 მარცხი

წყალბურთში მსოფლიო ლიგის შესარჩევ ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. საბერძნეთსა და უნგრეთში მარცხის შემდეგ, საქართველომ ჯგუფის აუტსაიდერ რუმინეთს უმასპინძლა და ისევ წარუმატებლობა შეემთხვა – 11:13.

ამ წაგების კვალად, ქართველმა წყალბურთელებმა დღევანდელ მეტოქეს ადგილი გაუცვალეს და ჯგუფში ბოლო ადგილზე დამკვიდრდნენ.

“მსოფლიო სპორტი” დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121236