ფეხბურთი

17:47 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “სანტოსს” 2 მილიონ ევროს გადაუხდის

კატალონიური “ბარსელონა” ბრაზილიურ “სანტოსს” 2 მილიონ ევროს გადაუხდის. Marca-ს ცნობით, “ბლაუგრანას” დამატებითი თანხის გადახდა ნეიმარის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში მოხვედრის გამო მოუწევს.

ნეიმარის “ბარსელონაში” ტრანსფერისას, შეთანხმებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც ბრაზილიელის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში მოხვედრის შემთხვევაში, “სანტოსის” ბიუჯეტი 2 მილიონი ევროთი შეივსებოდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ნეიმარი თანაგუნდელ ლიონელ მესისთან და კრიშტიანო რონალდუსთან ერთად “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” “სანტოსიდან” 2013 წელს გადავიდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 109 მატჩში 70 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112033