საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია ავტორიტეტული გამოცემა “სპორტ ექსპრესის” ვერსიით, რუსეთის პრემიერლიგის XVII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. აღნიშნულმა გამოცემამ, საბას თამაში მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ 6.5 ქულით შეაფასა და შემდეგნაირად დაახასიათა:
“სპარტაკთან” საშუალო მატჩი ჩაატარა, მაგრამ კომპესირებულ დროში გატანილი გოლით, ყველა შეცდომა გადაფარა”, - წერს “სპორტ ექსპრესი”.
კვირკველია “სპორტ ექსპრესმა” სიმბოლურში მიმდინარე სეზონში პირველად შეიყვანა. ქართველი მცველისთვის “სახალხო გუნდის” კარში გატანილი გოლი წლეულს სადებიუტო იყო.