რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში ყაზანის "რუბინი" საკუთარ კედლებში მოსკოვის "სპარტაკს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
მასპინძლებს ქულა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ გადაურჩინა, რომელმაც ქულის მომტანი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაიტანა.