კალათბურთი

11:27 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეშვიდე ტურში ბრიგსი ითამაშებს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ,,აკადემიას’’ ამერიკელი ლეგიონერი, მძიმე ფორვარდი მაურისიო ბრიგსი მეშვიდე ტურში აუცილებლად ითამაშებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტთან’’ საუბარში ,,აკადემიას’’ მთავარი მწვრთნელის გელა წულაძის ერთ-ერთმა თანაშემწე გიორგი ნიკოლაძემ განაცხადა.

,,რამდენიმე კვირაა, რაც ბრიგსი ,,აკადემიასთან’’ ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებდა, რადგან მისი ბოლო კლუბიდან განთავისუფლების ფურცელი არ გვქონდა მიღებული. ბრიგსი მისი ყოფილი გუნდიდან განთავისუფლების ფურცელი ახლა ხელთა გვაქვს და მას უფლება აქვს ითამაშოს.’’- გვითხრა ნიკოლაძემ.

0.115921