ძიუდო

10:47 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი მარცხიანი სტარტი

ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში გამართული გრან პრიდან ქართველი ძიუდოისტები, თორნიკე თათარაშვილის (66 კგ) გამოკლებით, სამხრეთ კორეაში ჩავიდნენ და ჯეჯუს გრან-პრის განაცხადში ჩაეწერნენ. ორი მათგანი უკვე საქმეშიც ჩაება, მაგრამ ტურნირს ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.

დღეს საპრიზო სამეულები მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა შეივსოს, ხოლო ქალებში - 48, 52 და 57 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) იჭიდავეს.

მარგველაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და პორტუგალიელ სერგიუ ოლეინიჩთან იპონით წააგო. ჯანაშვილი კი სამხრეთკორეელ მი-რი კიმთან ორი იუკოთი დამარცხდა.

ხვალ ჯეჯუს ტატამზე ესტერ სტამი (70 კგ) გავა და პირველ წრეში იტალიელ ჯულია კანტონის დაეჭიდება. ამ წყვილიდან გასული პოლონელ კატარინა კლისს შეხვდება.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილი კი კორეულ მსოფლიო კონკურენციაში ზეგ ჩაებმებიან. მსხალაძეს პირველ მეტოქედ ბრიტანელი ფილიპ ავიტიალკარაზი ერგო, ხოლო თუშიშვილს - იაპონელი კენსუკე საკამოტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119726