ფეხბურთი

0:09 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა მახარაძე – უზბეკეთის ჩემპიონი მესამედ

კახა მახარაძე მესამედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ბოლო ტურში მისმა “ფახთაქორმა” 6:0 გაანადგურა “ანდიჟონი” და საბოლოო ჯამში, ერთი ქულით გაასწრო ტაშკენტის “ლოკომოტივს”. კახა მახარაძე 2012 და 2014 წლებშიც იყო უზბეკეთის ჩემპიონი.

ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ამ სეზონშიც საუკეთესოთაგანი იყო უზბეკეთის ჩემპიონატში. მან 6 გოლით დაასრულა სეზონი.

კახა წლეულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ათამაშეს, თუმცა მარტში გამართულ მატჩებში – მალტასთან და გერმანიასთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113476