ფეხბურთი

17:41 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” დონარუმას უხანგრძლივებს

იტალიური “მილანი” მზადაა გუნდის ვუნდერკინდ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს. როგორც “გაძეტა დელო სპორტი” გვამცნობს, 16 წლის კიპერი ახალი კონტრაქტის თანახმად წელიწადში ერთ მილიონ ევროს მიიღებს.

დონარუმამ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ზუსტად 9 თვის წინ გააფორმა, თუმცა მოკლე დროში შეძლო “მილანის” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. მიმდინარე სეზონში მან 5 თამაში ჩაატარა და იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

0.116583