ფეხბურთი

23:21 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ ნაჩოსა და დე მარკოსს უხმო

ესპანეთის ნაკრების რიგებში იძულებითი ცვლილებებია. ვისენტე დელ ბოსკემ ტრავმირებული სერხიო რამოსისა და ხუანფრანის ნაცვლად, ნაჩო ფერნანდესი და ოსკარ დე მარკოსი გამოიძახა.

მადრიდის “რეალის” მცველს “ფურია როხას” მაისურით ორჯერ უთამაშია, ხოლო დე მარკოსი ნაკრების ღირსებას პირველად დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს ალიკანტეში ინგლისს უმასპინძლებენ, ხოლო სამ დღეში ბელგიას დაუპირისპირდებიან გასვლაზე.

0.113095