რუსეთის პრემიერლიგაში “მორდოვიამ” შინ 4:0 სძლია “ანჟის” და ბოლოდან მესამე ადგილზეა. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ნუკრი რევიშვილმა, ხოლო მამუკა კობახიძე კვლავაც სათადარიგოებში გახლდათ. რევიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა გოლის გაუშვებლად. შეგახსენებთ, წინა კვირას ის რუსული პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
დანიაში “ორჰუსმა” სტუმრად 1:4 წააგო “რანდერსთან” და მერვე ადგილზეა 12 გუნდს შორის. ორჰუსელთა შორის 90 წუთი ითამაშა მათე ვაწაძემ, ხოლო დავით სხირტლაძე განაცხადში არ ყოფილა.
რევიშვილი და ვაწაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 11 და 16 ნოემბერს, ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებში დაეხმარებიან.
ვანო ხუციშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზენიტთან კარგია
ცსკასთან კარგად იდგა
ცსკას-თან როგორ იდგა კარგად, ერთ ტაიმში 6 გოლი გაუშვა?!
რომელი იყო ამის ბრალი?
კარგია, ნუკრი მნიშვნელოვანი ფიგურაა, დაიბრუნა ადგილი ძირითადში და იმედია ეგრე გააგრზელებს, იმედია ლორიაც მალე დადგება კრილიას ძირითადში