ფეხბურთი

23:49 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრიხოვიაკმა “სევილიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა “სევილიასთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევრო იქნება.

პოლონელი “სევილიაში” 2014 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ჩატარებულ 48 მატჩში 4 გოლი გაიტანა. კრიხოვიაკმა გასულ სეზონში გუნდთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116066