ფეხბურთი

18:07 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეუცვლელი ჯაბა კანკავა

ფრანგულ “რეიმსს” ჯაბა კანკავას გარეშე ძალიან უჭირს. ქართველი ნახევარმცველი თითქმის ერთი თვეა თავის გუნდს ვერ ეხმარება, ჯერ დისკვალიფიკაციის, მერე კი ტრავმის გამო. ინტერნეტპორტალმა lunion.com-მა კანკავას შესახებ მცირე მასალა გამოაქვეყნა სათაურით: შეუცვლელი ჯაბა კანკავა. ამავე წერილში ნახსენებია, რომ “რეიმსს” კანკავას გარეშე თამაში უჭირს, რადგან გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ში აქამდე მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა.

ძნელია აღნიშნულ წყაროს არ დავეთანხმოთ, რადგან კანკავას გარეშე “რეიმსმა” 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხჯერვე დამარცხდა. ბოლოს “დნიპროს” ექსფეხბურთელმა “ლიონთან” (0:1) გასვლით მატჩში ითამაშა.

ჯაბა კახა ცხადაძემ ნოემბრის სატესტო თამაშებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იხმო, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ იგი მწვანე მოედანზე უახლოეს ხანებში დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11001