ფეხბურთი

21:45 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა

დიდი ალბათობით, კახა მახარაძე მესამედ გახდება უზბეკეთის ჩემპიონი. ბოლოსწინა ტურში მახარაძის “ფახთაქორმა” სტუმრად 1:0 სძლია მესამეადგილოსან “ნასაფს” და ლიდერობა შეინარჩუნა: ერთი ტური დარჩა და “ფახთაქორი” ერთი ქულით უსწრებს “ლოკომოტივს”.
ამ ბოლო ტურში კი მახარაძის გუნდი შინ ითამაშებს “ანდიჟანთან”, რომელიც ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ უმოტივაციოა – ლიგიდან არ ვარდება.
მახარაძეს რაც შეეხება, უკვე წლებია, რაც “ფახთაქორის” ლიდერია და ამ სეზონსაც კარგად ატარებს. მას 6 გოლი აქვს სეზონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111507