ფეხბურთი

20:36 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილმა დაიწყო და დაასრულა

19 წლის ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და ამ გოლებით თბილისის “დინამომ” 2:0 სძლია საჩხერის “ჩიხურას” და სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, რადგან გორის “დილამ” წააგო.

კიტეიშვილმა პირველი გოლი ასე გაიტანა: ალექსანდრე იაშვილმა მარჯვნივ გააყოლა ბურთი ოთარ კაკაბაძს, რომელმაც ჩააწოდა და იქ მეკარე კუპატაძემ გიორგი ქვილითაიასთან ბრძოლაში ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, გადმოვარდნილი ბურთი კი კიტეიშვილმა მიიღო და ფაქტობრივად, კარში შეიტანა.

მეორე გოლს რაც შეეხება, ოთარმა გიორგი თევზაძის გარღვევის შემდეგ, საჯარიმოში მიიღო ბურთი და შორეულ კუთხეში ტექნიკუარდ და ზუსტად დაარტყა – 2;0.

ისე, პირველი ტაიმის საწყის 25 წუთში კიდევ რამდენიმე გამოსარჩევი მომენტი იყო. 1:0-დან რამდენიმე წუთში, ქვილითაია მეკარესთან პირისპირ გადიოდა და თორნიკე გრიგალაშვილმა წესების დარღვევით შეაჩერა, რისთვისაც “ჩიხურას” მცველი გააძევეს. კიდევ, 24-ე წუთზე “ჩიხურას” შეეძლო გათანაბრება, როცა თორნიკე მუმლაძემ პენალტი შეასრულა და დინამოელთა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია ბურთი. პენალტის ვერგატანა უკვე ნამეტანი იყო, ასეთი შანსი სტუმრებს აღარც მიეცათ. პენალტი კი იმიტომ დაინიშნა, რომ ალექსანდრე იაშვილს ხელზე მოხვდა ბურთი საჯარიმოში.

საერთოდ, პირველი ტაიმი მეორეზე უკეთესი გამოდგა. დინამოელთაგან გამორჩეული ვინც იყო, უკვე აღვნიშნეთ და მის გარდა, ასევე კარგად ითამაშეს ქვილითაიამ, თევზაძემ, მათე ცინცაძემ და შეცვლაზე შესულმა საბა ლობჟანიძემ.

“დინამო” (თბილისი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 2:0 (1:0)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭელიძე, რენე, თევზაძე, ჯიღაური (არაბული 46), ცინცაძე, პარუნაშვილი, იაშვილი (საბა ლობჟანიძე 61), კიტეიშვილი, ქვილითაია (ჯანელიძე 83)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ჩიხურა: კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, კურტანიძე (სარდალიშვილი 16), შოთა კაშია, მეგრელიშვილი, განუგრავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, ჭეჭელაშვილი (ჭანკოტაძე 61), კორიფაძე, მუმლაძე (დეკანოიძე 66)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0, 2:0 კიტეიშვილი (12, 87)

24-ე წუთზე მუმლაძემ (ჩიხურა) ვერ გამოიყენა პენალტი

გაფრთხილება: იაშვილი (22), განუგრავა (44)

გაძევება: თორნიკე გრიგალაშვილი (16)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119848