ჩოგბურთი

18:35 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

წლის შემაჯამებეტლი ტურნირი რადვანსკას გამარჯვებით დასრულდა

სინგაპურში ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი პოლონელი აგნეშკა რადვანსკას ტრიუმფით დასრულდა.

აგამ ფინალში ჩეხი პეტრა კვიტოვა 6:2, 4:6, 6:3 დაამარცხა და კარიერაში წლის შემაჯამებელი ტურნირი პირველად მოიგო. შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი პოლონელმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, მეორე სეტის სტარტზევე აგამ ბრეიკი გააკეთა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ პეტრამ შეცდომებს უკლო და აგრესიული დარტყმებით სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწვეტ მესამე პარტიაში 3:3-ზე რადვანსკა ბრეიკს აკეთებს, რაც შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი გახლდათ. აგნეშკამ კარიერაში მე-17 WTA-ის ტიტული მოიპოვა.

კვიტოვამ 7 ეისი ჩააწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, აგნეშკას 2 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა. რადვანსკა ძალიან აკურატულად თამაშობდა და მთელ თამაშში სულ 5 უნებლიე შეცდომა ჰქოდნა, ხოლო კვიტოვას – 53.

მატჩისშემდგომ ანგეშკამ კომენტარი გააკეთა :“რამდენიმე დღის წინ ისიც არ ვიცოდი აქ ვითამაშებდი თუ არა. შესანიშნავია დღეა. ეს ყველაფერს ნიშნავს, უკეთესი არ არსებობს. ვფიქრობ ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი დღეა. დღეს ჩაწოდება არ იყო ჩემი საუკეთესო იარაღი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კარგად ვითამაშე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.206797