საქართველოს უმაღლესი ლიგის მეათე ტურში “სიონმა” ქობულეთში ბათუმის “დინამო” დაამარცხადა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა. “ჩელე არენაზე” დიმიტრი ტატანაშვილმა ჰეთთრიკი შეასრულა და ბოლნისელებს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
გორის “დილა” გულშემატკივრების წინაშე დამარცხდა. “თენგიზ ბურჯანაძეზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში ოთარ მარცვალაძემ მე-18 წუთზე შეძლო, თუმცა მეორე ტაიმში ჯერ გიორგი ჩელებაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა, აღნიშნულ მომენტის შემქმნელი გიორგი ნავალოსკი მოედნიდან გააძევეს, შემდეგ კი მერაბ ურიდიამ კაცნაკლულ “დილას” დუბლი შეუსრულა.
არა უხვგოლიანი, თუმცა მრავალყვითლიანი მატჩი – ასე შეგვიძლია ვუწოდოთ “ცხინვალის” და “სამტრედიას” დაპირისპირებას. “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედნაზე მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მსაჯმა კი ფეხბურთელებს ჯამში 9 ყვითელი ბარათი და ერთი წითელიბარათი უჩვენა.
“ლოკომოტივმა” უმაღლეს ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ამჯერად თბილისელებმა “მერანი” 3:0 დაამარცხეს. მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა “ზუგდიდმა”, რომელმაც “ბაიას” ბაზაზე “საპოვნელა 2:1 დაამარცხა.
დინამო (ბთ) – სიონი 3:5 (1:1)
ქობულეთი. “ჩელე არენა”
გოლები: 0:1, 1:2, 2:5 დიმიტრი ტატანაშვილი (36, 48, 89), 1:1 ლუის ალბერტო (45), 1:3 ვილი ისიანი (57), 2:3 ბადრი ტეტუნაშვილი (65), 2:4 დავით სვანიძე (78), 3:5 გიორგი ქავთარაძე (90).
დილა – შუქურა 1:3 (1:0)
გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”
გოლები: 1:0 ოთარ მარცვალაძე (18), 1:1 გიორგი ჩელებაძე (65, პენ), 1:2, 1:3 მერაბ ურიდია (75, 90)
ცხინვალი – სამტრედია 1:0 (1:0)
თბილისი. “მიხეილ მესხი” სათადარიგო
გოლი: 1:0 ირაკლი ლექვთაძე
მერანი – ლოკომოტივი 0:3 (0:2)
მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”
გოლები: 0:1, 0:3 ზვიად ქანთარია (7, 66), 0:2 შერმადინ ართმელაძე (10).
ზუგდიდი – საპოვნელა 2:1 (0:1)
ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა
გოლები: 0:1 თორნიკე ჯიმშელეიშვილი (26), 1:1 დიმიტრი თუთბერიძე (49), 2:1 ლევან წურწუმია (65, პენ)





