ფეხბურთი

0:49 | 1.11.2015 | ნანახია 2688 - ჯერ

ყაზაიშვილი ამჯერად საგოლე გადაცემას დასჯერდა

ჰოლანდიის ერედივიზიონის X ტურში არნემის “ვიტესმა” სტუმრად “ექსელსიორი” 3:0 გაანადგურა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა, თუმცა ამ უკანასკნელს წინა სამი ტურისგან განსხვავებით ამჯერად გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ ვაკომ 54-ე წუთზე თანაგუნდელ მილო რაშინას საგოლედ უპასა, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. “ვიტესს” 17 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

ჯაბა კანკავას გარეშე თამაშობს და ისევ აგებს “რეიმსი”. საქართველოს ნაკრების კაპიტნის თანაგუნდელები ამჯერად გასვლაზე “სენტ ეტიენთან” განადგურდნენ – 0:3. ბოლოს “რეიმსმა” შინ “ლილს” მოუგო (1:0) და იმ თამაშის მერე კანკავას გარეშე სამი შეხვედრა დათმო. შესაბამისად, სატურნირო ცხრილშიც დაბლა იწევს, ამჟამად 15 ქულით მე-11 ადგილზეა. მოგეხსენებათ, კანკავა ტრავმირებულია.

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-13 ტურში კარი მშრალად შეინახა. ქართველი კიპერი “სანტა კლარასთან” (1:0) შეხვედრაში ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა. “ფეირენსემ” კი ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 20 ქულით მეექვსე ადგილზეა.

კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “აპოელმა” შინ 3:0 დაამარცხა “ახნასი”. სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა, ხოლო ბექა ტუღუში კი მოედანზე 81-ე წუთიდან გამოჩნდა. “აპოელი” 25 ქულით ლიდერობს, “ახნასს” 8 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

საბერძნეთის სუპერლიგაში პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” სახლში (0:2) წააგო გიორგი მერებაშვილის “ვერიამ”. მასპინძელთა შორის ბოლო 15 წუთი ითამაშა მერებაშვილმა, რომელმაც აბდუნი შეცვალა. “ვერია” 11 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

უკრაინის პრემიერლიგაში მურთაზ დაუშვილის ლვოვის “კარპატიმ” შინ 1:0 მოუგო ზაპოროჟიეს “მეტალურგს”. ლვოველთა შორის შეხვედრა თადარიგიდან დაიწყო და ბოლო ნახევარი საათი ითამაშა დაუშვილმა, ხოლო უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუამ თავიდან ბოლომდე იაპარეზა. “კარპატს” 16 ქულა დაუგროვდა მეშვიდე ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:50 | 01.11.2015
dadetor (448)

ვაკოს პრობლემა რა მის კლასში რამედ იდერის თვისები არქონაშია, რატომ უნდა ურტყავდეს მის გამომუავებულ პენალტს ვიღაც "ჭ" 4 ნაცვლად ეხლა 8ექნებოდაშეგდბული , მოკლედ დროა გადავდეს უკეთეს გუნდში ვიტეისთვისუკვე გადაზრდლია

11:26 | 01.11.2015
Futbol Club Barcelona Soci (129)

ვაკო აშკარად გადაზრდილია ვიტესისთვის. თამამად ვიტყვი, ვიტესში ვაკოს დონის ფეხბურთელი უბრალოდ არ ჰყავთ, საუკეთესოა. ვაკო ის ფეხბურთელია, რომელიც მომავალ სეზონს აუცილებლად 4 ტოპ ლიგიდან ერთ-ერთში დაიწყებს!

15:04 | 01.11.2015
stoikovich (5984)

იმედია

08:28 | 01.11.2015
maestro10 (13745)

Vako zalian magaria... Ar iyo tavisdroze zaan gapiarebuli... Axla qartvels yazaxetshi rom goli gaaqvs shedegad itvleba

02:29 | 01.11.2015
Levan911 (2406)

ტუმცა მე ვფიქრობ რო უბრალოდ ვიტესის ცენტრის სისუსტის ბრალია ვაკოს რო ვერ ამარაგებენ, ფლანგიდან თუ გაიქცევა ვინმე და ჩააწოდებს თორე ცენტრიდან ისევ ვაკო რო იხევს უკან მაშინ იქმნება მომენტები. ზოგადად ვიტესი ძალიან დასუსტებულია

02:20 | 01.11.2015
სავაშა__ (6590)

ვაკო მიაწექი, ბოღმა თანაგუნდელებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ტიპზე არ თამაშობენ იმენნა )))

01:27 | 01.11.2015
alfadhirhaiti (7530)

ეტყობა უკვე შეგუებულები არიან ვაკოს დაკარგვას. იმის მაგიერ, რომ ყველაფერი გააკეთო ასეთი დონის მოთამაშის შესანარჩუნებლად, ვიღაც ნ/მ/ათხოვარ სოლანკეს არტყმევინებენ პენალტებს...

01:09 | 01.11.2015
michael_jordan (3195)

და მაინც როცა თავისუფალში დგას პასს არ აძლევენ იმიტო რო უტვინო ფეხბურთელები არიან ან ეგოისტი... ვაკო ძაან მაგარია როცა მოსატყუებელია ატყუებს როცა პასია საჭირო პას აკეთებს ისინი სუფთა ქლიავები რა

01:05 | 01.11.2015
alfadhirhaiti (7530)

>> “ვიტესმა” სტუმრად “ექსელსიორი” 3:0 გაანადგურა.

00:53 | 01.11.2015
Levan911 (2406)

დასჯერდა კიარა აუცილებელი იყო აბა ვის უნახავს შემტევ ნახევარმცველს გოლები გაჰქონდა და პასს არ აკეთებდა

0.065956