ფეხბურთი

19:26 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთი” “საბურთალოს” დაეწია

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-10 ტურის პირველ მატჩში ფოთის “კოლხეთმა” შინ “საბურთალო” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე მერაბ გიგაურმა გაიტანა.

ფოთელებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და თბილისურ გუნდს სატურნირო ცხრილში გაუთანაბრდნენ. “კოლხეთს” და “საბურთალოს” 13-13 ქულა აქვთ და მე-9, მე-10 ადგილებს ინაწილებენ.

მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები “ბენდელაზე” მარტვილის “მერანის” წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო გელა სანაიას გუნდი “დინამო არენაზე” თბილისის “დინამოს” შეხვდება.

მე-10 ტურის სხვა შეხვედრები კვირას, 1 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117329