ფეხბურთი

17:17 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ჯანაშიას სუპერგოლი ვეტარანთა მატჩში (VIDEO)

29 ოქტომბერს, მარტვილის მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მარტვილელ ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი გაიმართა.

მარტვილელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა მოედანზე იხილეს სოსო გრიშიკაშვილი, კახაბერ ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, გოგა გახოკიძე, ზურაბ იონანიძე, გიორგი ნემსაძე, გელა ინალიშვილი, მიხეილ აშვეთია, დავით რურუა, ზაზა ჯანაშია, დათო გეგეჭკორი, ალიკა კალანდია, ზაზა სიგუა, გიგა სურმავა, გალაქტიონ ჭუბაბრია, ელდარ ბაკურია, გიზო ნაჭყებია, ბაჩანა ხელაია, ვეფხვია ოდიშარია, დავით გოგოძე, გალაქტიონ ჭუბაბრია და სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანთა უმეტესობას წონა და ასაკი უშლიდა ხელს თავისუფლად თამაშში, მაინც ჩანდა პროფესიონალიზმი, უბერებელმა ზაზა ჯანაშიამ კი ახალგაზრდობა გაიხსენა და ულამაზესი გოლი აჩუქა გულშემატკივარს - ჩვეულ სტილში შესანიშნავი მაკრატელა დარტყმით გაიტანა.

მეგობრული შეხვედრა, მეგობრული ანგარიშით 6:6 დასრულდა, გოლები ბაჩანა ხელაიამ (2), გოგა გახოკიძემ (2), მიხეილ აშვეთიამ (2), გელა ინალიშვილმა, ზაზა ჯანაშიამ, ზურაბ იონანიძემ, სოსო დანელიამ, დავით ხუბუამ და ბადრი კვარაცხელიამ გაიტანეს.

საფეხბურთო კლუბ „მერანის“ პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113202