კალათბურთი

20:36 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"აკადემიამ" ბელარუსი ლეგიონერი დაიმატა

სუპერლიგის დებიუტანტმა "აკადემიამ" 24 წლის ბელარუსი ლეგიონერი მძიმე ფორვარდი ვლადიმერ კრუსევიჩი დაიმატა. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" "აკადემიას" მთავარი მწვრთნელის გელა წულაძის თანაშემწე გიორგი ნიკოლაძემ განუცხადა.

ისიც ვთქვათ, რომ ამჟამად მიმდინარეობს კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრა, სადაც ერთმანეთს "აკადემია" და "ოლიმპი" ხვდებიან". ამ მატჩს, სტარტი 19 საათსა და 45 წუთზე უნდა აეღო, თუმცა,ასაკობრივი გუნდების გაწელილი მატჩის გამო, თამაში 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

თეგებიაკადემია
0.117534