ფეხბურთი

13:45 | 26.10.2015 | ნანახია 2118 - ჯერ

კაშიას აზრით, “ვიტესს” გამოცდილება არ ეყო

არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ამსტერდამის “აიაქსთან” წაგებული (1:3) შეხვედრა შეაფასა. ქართველმა მცველმა აღნიშნა, რომ მის გუნდს წარმატების მისაღწევად გამოცდილება არ ეყო.

“პირველი ტაიმში ბევრი მომენტი არცერთს არ გვქონია. მერე 1:0 დავწინაურდით, მაგრამ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. “აიაქსი” უკეთ ათამაშდა და მატჩის სურათი მთლიანად შეიცვალა. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა”, - თქვა კაშიამ.

“ვიტესისა” და “აიაქსის” აღნიშნული მატჩი სტუმრებმა 3:1 მოიგეს. არადა, 54-ე წუთზე, “ვიტესი” ქართველი ვალერი ყაზაიშვილის გოლით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:40 | 26.10.2015
butunichi (559)

რაშვება ბიჭებო ქეცბაიას აპოელი ნახეთ. 9-0 მოიგო

21:25 | 26.10.2015
Shevche (15054)

კაშია ძალიან კარგია მეორე სართულზე. სტანდარტულების დროს მართლა ძალიან სახიფათოა.
შესაბამისად დაცვაშიც კარგია, როცა საჰაერო ორთაბრძოლებს ეხება საქმე. აი ქვემოთ კი დირკაა.
თუნდაც გუშინ, ერთ მომენტში ფიშერმა ლამის არწყევინა
ნუ, რეალურად საიმედო მცველი ნამდვილად არაა. უბრალოდ, ძალიან მონდომებული ფეხბურთელია და ახლაც ცდილობს რომ დაიხვეწოს და ამ ყველაფრის ხარჯზე ვიტესის დონეზე ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ რჩება ამ გუნდში.

19:51 | 26.10.2015
RMA FANS (3925)

ვიტესმა იმენა კლასის ხარჯზე წააგო

19:01 | 26.10.2015
michael_jordan (3195)

პირველი წუთიდანვე ეტყობოდა კაშიას თან ერთად ვინც იდგა ცენტრშI იმ ფეხბურთელს ეტყობოდა რო რაღაც ბანძობას ჩაიდენდა და ჩაიდინა კიდეც ჯერ პირველ ტაიმშI რამდენჯერ უაზროდ მიუგორა მეკარეს კუთხურიდან ძლივს აბრუნებდა მეკარე-)) მერე კიდე უაზროდ წაიფორთხიალა და მეორე გოლიც გაუშვეს

16:36 | 26.10.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

არადა თავისუფლად შეეძლოთ მოგება, უაზრო ბურთები გაუშვეს

15:50 | 26.10.2015
sabonis (9584)

კი მარა, როდისთვის ელოდებით ამ გამოცდილება?DD

16:28 | 26.10.2015
deqstera_best_7 (1964)

სავარაუდოდ არელოდებიან რადგან ყოველ წელს ძალიან ბევრ ფეხბურთელს უშვებენ, რომლებიც შემდეგ იკარგებიან რადგან 1-2 კარგი სეზონი არარის საკმარისი!! ვიტესის მერე დიდი ფეხბურთი ითამაშა მატიჩმა რომლის განვითარებაც ვიტესის მერე ბენფიკაში უფრო მოხდა და მეორე ყველაზე ნათელი მაგალითია ბონი რომელიც ვიტესიდან მას შემდეგ წავიდა რაც გუნდის უდაო ლიდერი გახდა და მის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო ვიტესი!!

მაგიტომ არმინდა ამ ეტაპზე ვაკოს წასვლა(შეიძლება ეხლავე გაქაჩოს, მაგრამ მაინც რისკია), ჯობია ამის მერე კიდე ერთი სეზონი მინიმუმ იყოს ჰოლანდიაში და თუ მაინცდამაინც ვიტესი არიქნება შეიძლება აიაქსში გადავიდეს რომელმაც არამგონია უარი თქვას და უფრო ჩამოყალიბებული წავიდეს უკეთეს ჩემპიონატში!!

20:01 | 26.10.2015
sabonis (9584)

კი გეთანხმები, კაშიაზე რას ფიქრონ არ შეიძლება მაგალითად საფრანგეთის საშუალო დონე გაქაჩოს?

23:19 | 26.10.2015
deqstera_best_7 (1964)

გაქაჩავს მაგრამ ჯობია ვიტესში დარჩეს და მანდ დაასრულოს კარიერა, თვითონაც აქვს ნათქვამი გარემოს გამოცვლას რთულად ვეგუებიო... თან კონტრაქტში აქვს პუნქტი რომლის მიხედვითაც კლუბში ასაქმებენ კარიერის დასრულების შემდეგ და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის იქნება კარგი, ვიტესის ლეგენდა გახდება და მის სიტყვას ფასი ექნება ჰოლანდიაში რაც ახალგაზრდების წასვლას გაადვილებს...

15:07 | 26.10.2015
deqstera_best_7 (1964)

Levan911
რატომღაც მგონია აქცენტი იმაზე გაკეთდება ვინც საქართველოში თამაშობს და არა ის ვინც უკვე წავიდა!! თან ზარანდია აშკარად ვერამართლებს ბელგიაში, არადა არაბიძის სტატიაზე სწორად შენიშნეს, არანაკლებ ნიჭიერი იყო...

21:16 | 26.10.2015
Levan911 (2406)

იქნებ გენკში მეტი კონკურენციაა. ნუ მაგ ასაკის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ეგაა. თან დიდად მოხარულიც არ უნდა იყოს იქ ყოფით სადაცაა.

23:20 | 26.10.2015
deqstera_best_7 (1964)

ხო მაგრამ არამგონია ვიტესი გენკზე სუსტი იყოს, თან თავის ასაკში საუკეთესო იყო და მისი ტოლები კი არა მასზე პატარებიც თამაშობენ ბელგიის წამყვან კლუბებში... სამწუხაროდ მგონია რომ პროგრესი გააჩერა(მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ მაინც შეძლებს თავისი სიტყვის თქმას)...

15:05 | 26.10.2015
satri (617)

საიდან დაკიდა პარაშუტი 5 მეტრში იდგა კარიდან ვერ დაარტყა? მაგარი მომენტი გამაზა

14:59 | 26.10.2015
რაჭა (10043)

ვაკოს გოლამდე ვუყურე, და წასაგები ნამდვილად არაფერი ეტყობოდა ამ თამაშს....
წარმატებები ვაკოს და კაშიას

15:01 | 26.10.2015
რაჭა (10043)

ერთ ეპიზოდში კაშიას ლამაზი დარტყმული მოიგერია მეკარემ, რომ გასულიყო ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდოდა

14:49 | 26.10.2015
milan0121 (288)

ვიტესმა წააგო მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ვაკო ძაან მაგარი გვყავს! ერთი მიკვირს, თამაშს ვაკოზე რატომ არ აწყობენ.. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხშირ შემთხვევაში პასებს ან არ აძლევენ ან უგვიანებენ... მაგაზე ძლიერი ინდივიდუალისტი ვიტესს არ ყავს და მწვრთნელმა უფრო ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს მისი შესაძლებლობები

21:14 | 26.10.2015
Levan911 (2406)

მგონი უბრალოდ სუსტი ცენტრი ყავთ, ამიტო ფლანგებს ტვირთავენ და ვაკოს ბურთი მაშIნ მისდის როცა ფლანგზე გადავა ან საჯარიმოსთან გადმოვარდნილ ბურთს აიღაბს. თუარადა დრიბლინგზე მიდის საკმაოდ შორიდან

14:26 | 26.10.2015
Levan911 (2406)

გამოცდილება კიარა კლასი არ გეყოთ.

13:58 | 26.10.2015
fantastika (2333)

სწორია, გამოცდილებამ და მე დავამატებდი კლასმა თავასი გააკეთა! რაც შემდეგში გამოვლინდა; კლასის ხარჯზე გამოჩნდა ვიტესის სუსტი წერტილები, მაგალითად დაცვის მარცხენა-ცენტრალურ რგოლში და ვერც საყრდენის პოზიცია იყო სახარბიელო..., ასეთ თამაშებს ის პლიუსი გააჩნია, რომ ნათლად დაინახო საკუთარი სისუსტე და მერე იზრუნო მათ გადძლიერებაზე, რაც არანაირად არ გამოჩენილა გრონინგემთან და მათ ნაირ გუნდებთან დაპირისპირებაში.

14:17 | 26.10.2015
deqstera_best_7 (1964)

ნავალოვსკი თუ გადავიდა მართლა ვიტესში მჯერა რომ არამარტო ვიტესში მთელ ჰოლანდიაში ერთ-ერთი გამორჩეული იქნება თავის პოზიციაზე!!
გახოკიძის მიერ ნახსენები მეორე 19წლის ქართველი კი მაგრად მაინტერესებს ვინ არის...

14:25 | 26.10.2015
Levan911 (2406)

ვეჭვობ რო ზარანდია შეიძლება იყოს

0.06442