ჩოგბურთი

14:00 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპმა პენეტას იოლად მოუგო

სინგაპურში ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. წითელ ჯგუფში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა “ამერიკის ღია პირველობის” ჩემპიონს იტალიელ ფლავია პენეტას 6:0, 6:3 მოუგო. შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. სიმონამ 4 ბრეიკი შეასრულა, პენეტას 2 ბრეიკ-პოინტი ჰქოდნა, თუმცა ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

“შეხვედრა კარგად დავიწყე. პირველ სეტში ჭკვიანური და აგრესიული ჩოგბურთი ვითამაშე. დღევანდელი შეხვედრით დიდი სიამოვნება მივიღე. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები” – განაცხადა სიმონა ჰალეპმა.

წითელ ჯგუფში დღეს თბილისის დროით 15:30 საათზე რუსი მარია შარაპოვა, პოლონელ აგნეშკა რადვანსკას დაუპირისპირდება.

სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.11757