ფეხბურთი

21:34 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ "შახტარის” 19-წლამდელებში გაიბრწყინა

უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში “შახტარმა” შვედურ “მალმიოსთან” გასვლაზე 5:5 ითამაშა (VIDEO). ასეთი უცნაური ანგარიშით დასრულდა მატჩი, რომლის საუკეთესო ფეხბურთელიც უდავოდ გიორგი არაბიძე იყო. მას დებიუტი ჰქონდა “შახტარის” 19-წლამდელებში, სადაც თამაშის უფლება ერთი კვირის წინ მიიღო.
არაბიძემ “მალმიოსთან” გოლი გაიტანა ლამაზი შორეული დარტყმით, საგოლე პასი გააკეთა და კიდევ ორ საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ არაბიძე 17 წლისაა და ზაფხულიდან მოყოლებული, დონეცკელთა მთავარ გუნდში ვარჯიშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11538