ფეხბურთი

15:19 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: “კლოპისთვის “ლივერპული” იდეალური ადგილია”

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის აზრით, იურგენ კლოპისთვის “ლივერპული” და პრემიერლიგა ზედგამოჭრილია. ამის შესახებ პოლონელმა თავდამსხმელმა ინტერნეტპორტალ goal.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“იგი შესანიშნავი ადამიანია. მან იცის, რომ ბუნდესლიგა და პრემიერლიგა განსხვავებული ჩემპიონატებია. ვუყურე იურგენის პრესკონფერენციას და ეს იყო ნამდვილი შოუ, ეს კლოპია. განსაკუთრებული ადამიანია და მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.

კლოპს შეუძლია, პრემიერლიგაში თავის გამოჩენა. “ლივერპულს” ახლა კარგი დრო არ უდგას, მაგრამ ეს გერმანელმა მწვრთნელმა იცის და კრიზისის დასაძლევად იდეებიც ექნება. “ლივერპული” და პრემიერლიგა მისთვის იდეალურია”, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსნებთ, რობერტ ლევანდოვსკი და იურგენ კლოპი ერთად “დორტმუნდში” მუშაობდნენ და სწორედ “მაინცის” ექსთავკაცი ენდო თავის დროზე პოლონელ შემტევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061975