საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ, რომელიც სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმში“ თამაშობს, მწვრთნელობა დაიწყო.ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
,,ფაცაცია გუნდში მოთამაშე მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს და პარალელურად ჩემი ერთ-ერთი ასისტენტი იქნება. ამავდროულად იგი გუნდის კაპიტნის მოვალეობასაც შეასრულებს.მას იმდენად კარგი მონაცემები აქვს, რომ დარწმუნებული ვარ, მისგან კარგი მწვრთნელი დადგება“, -გვითხრა კვარაცხელიამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იქნებ მწვრთნელობა მაინც
ამდენი თანაშემწე რა უბედურებაა, 1 ამერიკელი 2 ლიკა ქაჯაია 3 კანკია 4 ჩიტაშვილი 5 ფაცაცია კალათბურბელებზე მეტი გამოდის
ქვეყანა ისეთ დღეშია კპიტანი ასისტენტიც ხდება
რა მაგარია! ყველას ვისაც მოუნდება, ეგრევე შეუძლია სუპერლიგის გუნდის მწვრთნელი გახდეს.
არავინ კითხულობს მწვრთნელობის ესმის რამე, მიღებული აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება აქვს თუ არა.
ნუ უსტიაშვილამდე ალბათ გაქაჩავს.
იმედია საქართველოს ნაკრებშიც არ მოინდომებს მოთამაშე-მწვრთნელობას.
როგორც კალათბურთელმა ხო დაგლიჯა და ეხლა მწვრთნელობა მოუნდა.
რა დროს ამის მწვრთნელობაა ჯერ>?