თამაშგარე

12:25 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

უბერებელი ილარი ბლაზი

ფრანეჩესკო ტოტის მეუღლე ილარი ბლაზი მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო დიდი ხანია აღარაა და ტოტების გვარის გამრავლებაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, ძველებურად ინარჩუნებს სილამაზესა და სხეულის ფორმებს, რაც მტერსაც და მოყვარესაც აკვირვებს და ამ ქალისადმი ინტერესით განაწყობს.

ილარი წონასა და ფორმებს ფეხმძიმობის დროსაც კი ინარჩუნებდა და როგორც თავად ამბობს ამის მიზეზი თავდაუზოგავი დიეტა და ვარჯიშია. მაშინ როდესაც ვეტერანი მოდელები წლებს ოპერაციებითა და პლასტიკური ქირურგიის მსახვრალი ხელით ებრძვიან, ილარი ბევრად უფრო დადებით და ბუნებრივ ხერხებს იყენებს.

სხვათა შორის ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმა, რომ თითქოს ილარი ფრანჩესკო ტოტისგან მესამე შვილს ელოდებოდა, რაც “რომას” ლეგენდარული კაპიტნის მეუღლემ უარყო და იქვე დასძინა, რომ კიდევ ერთ შვილზე მომავალში ალბათ მართლაც იფიქრებენ, თუმცა საამისოდ გეგმები ჯერ დაწყობილი არა აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085633