“ფრაიბურგმა” სანაკრებო შესვენებისას ამხანაგური მატჩი გამართა “ჰოფენჰაიმის” მეორე გუნდთან და 2:1 იმარჯვა. გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე ლუკას ჰუფნაგლმა გაიტანა. ჰუფნაგელმა ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
როგორც იცით, ჰუფნაგელი გამოძახებული იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, მაგრამ კლუბში დარჩა. “ფრაიბურგის” პოზიცია იყო, ფეხბურთელი ამ ეტაპზე ჩვენთან დარჩეს, გუნდს უკეთ შეეჩვევაო. ანუ, ჰუფნაგელს შემდგომში გამოიძახებენ.
გიორგი პაპუნაშვილმა კი “ვერდერის” მაისურით ითამაშა, მან მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა “ლაიპციგთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში. პაპუნაშვილმა ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უკეთესი მომავლის თვალით...
წარმატებები...
იმედის ბიჭები....
ამათთან მაინც გააკეთოდ საქმე კობიაშვილმა
ფედერაციას არ აინტერესებს ეს საკითხები. გოგია და ჰუფნაგელი დავკარგეთ ალბათ
გოგიას მოწვევას არ ვეთანხმები, დაახვევიეს გერმანიის ნაკრებიდან და ამის მერე მოუნდა აქ თამაში.
გოგიამ ნახ...ი ქნას რა. გერმანიაში ვერ ითამაშა და ახლა ჩვენ ნაკრებში დათანხმდა. კლუბი რომ იყოს კიდევ მესმის, მაგრამ ასეთი მიდგომის ფეხბურთელები ნაკრებში არ უნდა თამაშობდნენ.
ჰუფნაგელს უკვე ეროვნულშიც უნდა მიეცეს შანსი,როგორც სხვებს აძლევს ცხადაძე შანსს,თუნდაც ეხლაც გიბრატალთან გამოყვანილი დებიუტანტებიც რომ ავიღოთ არავისზე ნაკლები ფეხბურთელია ლუკასი და უკეთეს გუნდშიც თამაშობს,და რატომაც არა?
ჰუფნაგელი მარცხენა ვინგერია
მე ცენტრში მომწონდა მაგის თამაში, თან ნაკრებისთვისაც ერთერთი ყველაზე მტკივნეული ადგილია. ფლანგზე რამდენად ეფექტურია საინტერესოა.
პირველ გუნდში ითამაშა პაპუნამ. ლაიფციგთან არა რასენბალშპორტთან ითამაშეს
ხვალ ჩივაძეს ესტონეთთან მაგრად დაეხმარებოდენ პაპუნა ჰუფნახელი
არ თამაშობს ფრაიბურგში ჩამშლელზე.. ფლანგელია
ადრე აშკარად ჩამშლელი იყო, მომენტებიც რამდენიმე რო ვნახე ცენტრში ჩანდა ამ სეზონზეც, ახლა გადაწიეს?
კარგია, სჭირდება ჩვენს ფეხბურთს ახალგაზრდა ბიჭების პროგრესი. სასიამოვნოა რო ორივე მშრომელი და უკვე დაღვინებული ჩანს მენტალურად. იმედია ასე გააგრძელებენ.
ჰუფნაგელი ეროვნულში გამოიძახონ რომ საბოლოოდ დავიბევოთ ეს ბიჭი.ინტერესიც ბევრად მეტი ექნება ჩამოსვლის.ისე ვითარდება ლუკა რომ აშკარად დიდ ფეხბურთს ითამაშებს და ჩვენი უთავბოლობით რაიმე იაღლიში არ მოგვივიდეს ამ ბიჭთან მიმართებაში
აშკარად, უკვე იმსახურებს კიდეც. ჩამშლელად ამაზე უკეთესი კანდიდატი მგონი უკვე არ გვყავს.
პაპუნა დზნ მაგარია.. თუ არ აუვარდა თავშიი..
ვავა.. მიდით ბიცჰებიი !!!
ჰუფნაგელმა კარგად მოუმატა იმედია პაპუნაც მოუმატებს.