ფეხბურთი

17:43 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რა ხდებოდა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს "ჰოლიდეი ინნ"-ში (VIDEO)

სოციალურ ქსელში ვრცელდება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 3 ოქტომბერს, სასტურო "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით გადაღებული ფარული კადრები, რომელზეც პრეზიდენტობის ერთ ერთი კანდიდატის რევაზ არველაძის და მისი მხარდამჭერების საუბარია ასახული უეფას ვიცეპრეზიდენტ გრიგორი სურკისთან.

რევაზ არველაძე წინა ღამით დაკავებული დელეგატის გეგა გობეჯიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატი და რევაზ არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი 2 ოქტომბერს, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. 3 ოქტომბერს ის სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა, თუმცა უეფას წარმომადგენელთა რეკომენდაციით მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 ხმით ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა, 15 ხმა მიიღო რევაზ არველაძემ, ხოლო მესამე კანდიდატი მამუკა კვარაცხელია ხმის გარეშე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062938