ფეხბურთი

15:53 | 9.10.2015 | ნანახია 3941 - ჯერ

4:0-ის შემდეგ: მცირე სტატისტიკური რაკურსი

2006 წლის 16 აგვისტოს შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ მატჩში 4 გოლი არ ჰქონდა გატანილი. მაშინ იყო ფარერებთან გასვლაზე 6:0 მოგება და ჰეთ-თრიქი შოთა არველაძემ შეასრულა. იმავე წელს, კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილებმა ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 მოუგეს ურუგვაის და ლევან კობიაშვილმა გაიტანა ორივე.

2007 წლის 28 მარტს კი საქართველო-ფარერები 3:1 რომ დასრულდა, ალექსანდრე იაშვილი მიითვალა დუბლი. აი, იქიდან მოყოლებული გუშინდელ დღემდე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დუბლი არ შეუსრულებია. ეს სერია მათე ვაწაძემ შეწყვიტა – მან ორჯერ გაუტანა გიბრალტარს და ცოტა დააკლდა ჰეთ-თრიქამდე.

მართალია, გიბრალტარი ძალიან სუსტია, მაგრამ სტატისტიკა სტატისტიკად იყოს.

უშუალოდ მატჩის მონაცემებს რაც შეეხება, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იყო: 67-33. ქართველებმა 23-ჯერ დაარტყეს და 10 ჩარჩოში წავიდა. გიბრალტარელებმა კი 4 დარტყმიდან 3 მოახვედრეს ჩარჩოში, ანუ ნუკრი რევიშვილს სამჯერ დასჭირდა მოგერიება.

700 პასამდე ავედით, საიდანაც 646 ზუსტი იყო. აი, გიბრალტარმა კი მხოლოდ 288 პასი გააკეთა და აქედან 221 მივიდა მათთვის სასურველ ადრესატამდე.

ყველაზე მეტი, 115 გადაცემა გააკეთა ნიკა კვეკვესკირმა და აქედან 13 იყო არაზუსტი. ვაკო ყაზაიშვილის 27 პასიდან მხოლოდ ერთი იყო არაზუსტი, ასპროცენტიანი შედეგი კი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა – მეკარე რევიშვილსა (14/14) და ალეკო ამისულაშვილს (69/69). პროცენტულად ყველაზე ბევრი თორნიკე ოქრიაშვილმა დაკარგა – 36 მცდელობიდან 10 პასი გააცუდა, ანუ 72 პროცენტი ჰქონდა სიზუსტისა.

ყველაზე მეტჯერ ყაზაიშვილმა დაარტყა (8). აქედან 5 კარის ჩარჩოში წავიდა და ერთი გოლიც გავიდა.

ვანო ხუციშვილი


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:37 | 09.10.2015
Torres9 (12692)

Werder Bremen 3 - 0 RasenBallsport Leipzig
გიორგი პაპუნაშვილმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა და საკმაოდ აქტიურად ჩაერთო შეხვედრაში და ერთი საგოლე პასიც გააკეთა,ტრავმის შემდეგ შეიძლება ითქვას,რომ მისი დაბრუნება შედგა

23:56 | 09.10.2015
Levan911 (2406)

კაი ამბავია, მომწონს ეგ ბიჭი და დროა უკვე რომ დაიმკვიდროს თავი ახალ გუნდში

22:51 | 09.10.2015
don300 (76)

პირიქით ვაწაძე საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია. ფიზიკურად უფრო მჭედლიძე ჯობია კლასით ვაწაძე

18:32 | 09.10.2015
mixela (975)

ვაწაზე ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე კარგი თავდამსხმელია. ევროთასებიდან მახსოვს გოლები ძალიან რთული სიტუაციიდან გაქონდა. ინძაგისაც მაგონებს ოდნავ სტილით. შეიძლება კლასით ვერ იყოს მჭედლიძის ნაირი, მაგრამ შედეგიანობით არ ჩამორჩება დარწმუნებული ვარ. დვალიშვილს, სირაძეს და სხვა მოქმედ/ყოფილ თავდამსხმელებს ბევრად ჯობია (არველაძეებს და უფრო ძველებს არ ვგულისხმობ)

18:58 | 09.10.2015
Levan911 (2406)

ყველაზე მეტ გოლს ქართველებიდან ეგ იტანს და მეტი კლასი რაღა გინდა? აუცილებლად იბრაჰიმოვიჩს ან მესის უნდა შეადარონ?

17:48 | 09.10.2015
ambako (2432)

stripslashes((strlen('http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=13489')>0?'http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=13489':'http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=13489'))
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გენერალური მდივნის პოსტს დავით მუჯირი დაიკავებს

17:20 | 09.10.2015
Levan911 (2406)

ცოტა ტემპში თამაშს უნდა შეეჩვიოს კვეკვესკირი ისე საშინლად დაიჩაგრება ნორმალურ გუნდთან. მე მაინც მირჩევნია კანკავა -ჰუფნაგელის ან კანკავა-ანანიძის წყვილი ვნახო, ეს კიდევ გადავიდეს ნორმალურ ჩემპიონატში და გაიზარდოს.

17:12 | 09.10.2015
BEERTRANCE (97819)

ჩემი კაი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ანუ 8 წელიწადზე მეტია არც ქართველს დუბლი არ ქონდა ნაკრებში გაკეთებული DDDDDDDDDDDDDD

17:18 | 09.10.2015
Levan911 (2406)

ეგ ამ ცოცხალმკვდარ ნაკრებებს თუ არ ჩავთვლით და ისე???

18:02 | 09.10.2015
BEERTRANCE (97819)

ისე .......................................

17:04 | 09.10.2015
tengabi (182)

ისევე როგორც ნავალოვსკი კვეკვესკირიც სასიამოვნო სიურპრიზია. იმედია ძირითადში ითამაშებს.

16:32 | 09.10.2015
სავაშა__ (6590)

კვეკვესკირი მომეწონა ძალიან მოედნს კარგად ხედავს, კარგ პასებს აკეთებს - ასევე მომეწონა მისი დარტყმაც. სიზუსტეზე და სიძლიერესე არ მაქვს ბაზარი, მანერა აქვს დარტყმის ძაან ესტეთიური. კიჭა რონალდო რომ ურტყამდა ეგრედ წოდებულ "ფოთოლს" თუ რაღაცას, აი მაგის მსგავსი. კაროჩე გრიგალავა რატომ დააყენა ვერ მივხვდი, თუ შემდეგი ციკლისთვის ვემზადებით უეჭველად უნდა ყოფილიყო ნავალოვსკი, იმიტომ რომ კარგად შეეწყონ ფეხბურთელები. ასეთ გუნდებთან როტაციას კი არ უნდა მიმართო, პირიქით, ძირითადი შემადგენლობა უნდა დააყენო რომ უკეთ შეეწყონ ერთმანეთს. შეცვლაზე კი შემოუშვა ახალგაზრდები ეს ჩემი აზრია

16:30 | 09.10.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ბრავო მათეს!

16:19 | 09.10.2015
aspan1993 (106)

ძალამიძეა 20 ნომერი :-)

16:05 | 09.10.2015
maestro10 (13745)

ფოტოზე 20 ნომერი ვინაა?

16:05 | 09.10.2015
maestro10 (13745)

წითელფორმოანი

16:19 | 09.10.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ძალამიძეა

0.132207