ფეხბურთი

4:17 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: "თამაშის ხარისხი ცოტა უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავარი სამი ქულაა"

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გიბრალტართან გამარჯვების (4:0) შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და მცირე ინტერვიუ მისცა.

- მოკლედ შეაფასეთ თამაში

- მიმდინარე წელს ბოლო ოფიციალური მატჩი იყო შინ. შესაძლოა, თამაშის ხარისხი ცოტა უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავარია რომ მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

- რა განწყობით ხვდებით გერმანიასთან მატჩს

- გერმანია სულ სხვა დონის ნაკრებია. ყველაფერს ვიზამთ, ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

- როგორ შეეწყვე “რეიმსს” ? ხომ არ გაგჭირვებია ადაპტაცია და რამდენად პრობლემატურია ფრანგული ენის არცოდნა?

- “რეიმსს” ნელ-ნელა ვეწყობი და ყველაფერი კარგად იქნება. ადაპტაცია არ გამჭირვებია, ხოლო ენის არცოდნა დიდ პრობლემას არ ქმნის.

- რაზე ისაუბრეთ ლევან კობიაშვილთან?

- არაფერ განსაკუთრებულზე. ახალი პრეზიდენტია, მოვიდა ვარჯიშის შემდეგ და ყველას გველაპარაკა, თუმცა რაიმე სერიოზულზე არ გვისაუბრია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს გერმანიას ლაიფციგში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116164