ფეხბურთი

21:49 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ გერმანელები აალაპარაკა

“ქართველი მესი” – გერმანულ პრესაში დღეს ეს სათაური ბევრგანაა გამოქვეყნებული. გიორგი ჭანტურიას გოლმა გერმანელების ყურადღება მიიქცია. “დუისბურგის”22 წლის გარემარბმა“პადერბორნთან”პატარა შედევრი შექმნა, რითაც "ზებრებს" სეზონში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა. მართალია, “დუისბურგი” ისევ აუტსაიდერია, მაგრამ სხვა გუნდებს მინიმალური სხვაობითღა ჩამორჩება.

ჭანტურიამ ძალიან ემოციურად აღნიშნა გოლი, გაიქცა მწვრთნელ ჯინო ლეტიერისკენ და ჩაეხუტა.

ლეტიერი: "ჭანტურია ერთი კვირის განმავლობაში მეუბნებოდა, მოვიგებთ და გოლსაც გავიტანო. პირობა შეასრულა. ისე, 90 წუთით სათამაშოდ ჯერ მზად არაა. მისგან მომავალშიც ბევრს ველით და ეს თავად გიორგიმაც კარგად იცის".

“დუისბურგის” სპორტული დირექტორი ივიცა გრლიჩი: "ქართველმა ინდივიდუალური კლასი გამოავლინა. ბრწყინვალე მომენტი ვნახეთ, რაც მაღალ კლასს შეესაბამება".

ჭანტურია: "ჭკვიანი მწვრთნელი გვყავს, რომელიც სულ საქმეშია ჩაფლული. ეს ჯერ არაფერია. და კიდევ უნდა მოვუმატოთ. არ უნდა გავვარდეთ".

0.120935