ფეხბურთი

11:40 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი მუშაობას შეუდგა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახალ თანამდებობაზე მუშაობა დაიწყო. კობიაშვილი სფფ-ში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღეს პირველად მივიდა.

როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეხვდება ყველა თანამშრომელს.

"უნდა შევხვდე ყველა თანამშრომელს. ასევ, ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას. ეს დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა. შევისწავლი ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს და გავეცნობი", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა გააგრძელებს მუშაობას სფფ-ში. რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ჯერ აღმასკომის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ საკითხებზე სამომავლოდ ისაუბრებს.

მისივე თქმით, სამუშაო ოთახში რაიმე ცვლილებებს არ აპირებს რადგან ყველა პირობაა სამუშაოდ.

www.interpressnews.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124938