საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია ქართული ფეხბურთი განავითაროს.
“კობიაშვილს არჩევნებში გამარჯვებას სულით და გულით ვულოცავ და რთულ გზაზე წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და მას კარგად ვიცნობ. ლევანი მიზანდასახული, პროფესიონალი ადამიანია და მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთს განავითარებს.” - განაცხადა წორლდსპორტ.გე-სთან საუბრისას ყენიამ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში კობიაშვილმა 18 ხმა მიიღო, ხოლო რევაზ არველაძეს მხარი 15 დელეგატმმა დაუჭირა. კობიაშვილი ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.