საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა არჩევნების მოგების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
“მინდა მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის იმ ადამიანებს, რომელებიც მხარს მიჭერდნენ, აგრეთვე მადლობა რევაზ არველაძის მხარდამჭერებსაც. ეს ჩემი კი არა ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა. დარწმუნებული ვარ უკეთესი ქართული ფეხბურთი გვექნება.” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ფარული კენჭისყრის შედეგად 18-მა დელეგატმა მხარი კობიაშვილს დაუჭირა, ხოლო რევაზ არველაძემ 15 ხმა მიიღო.