ფეხბურთი

18:00 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ფაქტია, რომ არჩევნების ჩაშლა უნდათ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის თქმით, მოწინააღმდეგე მხარეს არჩევენების ჩაშლა სურს.

ლევან კობიაშვილი: “მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინმე უშლით? ფაქტია, რომ არჩევნების ჩაშლა უნდათ და ეს დიდი ხანია დაგეგმილი იყო. დელეგატიც შეიცვალა და არჩევნებში მონაწილეობაში ხელს რა უშლით. ის ადამიანებიც ცოდოები არიან იმ ოთახში რომ სხედან მთელი დღის განმავლობაში. მნიშვნელობა არ აქვს ხმას ვინ ვის მისცემს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა”.

ჯერჯერობით ყრილობის დელეგატთა მეორე ნაწილის რეგისტრაცია არ დაწყებულა და დელეგატები “ჰოლიდეი ინ”-ში ამას ელოდებიან.

0.110751