სხვა

20:50 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოკეი 5-ში ქართველი 16-წლამდელები ევროპის პირველობაზე ითამაშებენ

ბრიუსელში, ევროპის ჰოკეის ფედერაციის ოფისში, ჰოკეი 5-ში 2016 წლის ევროპის პირველობის კენჭისყრა გაიმართა 16 წლამდელთა შორის. ევროპის მომავალი ასაკობრივი პირველობა ამავდროულად 2018 წლის არგენტინის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრია, სადაც მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ.

საქართველოს 16 წლამდელ გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრები ა ქვეჯგუფში მოხვდნენ.

გოგონების მეტოქეები იქნებიან აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, იტალიისა და თურქეთის გუნდები, ხოლო ბიჭების აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ჩეხეთის, მალტის, პორტუგალიისა და თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებები.

ევროპის პირველობა ჩატარდება 2016 წლის 5-9 ივლისს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. ქართველი 16-წლამდელები ევროპის პირველობაზე პირველად ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 22-25 ოქტომბერს წყნეთში, საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდის სპორტულ ბაზაზე პირველად ბალახის ჰოკეის ისტორიაში ჩატარდება საქართველოს ღია პირველობა ჰოკეი 5-ში, სადაც თამაშის უფლება სომხეთის გუნდებმაც გამოთქვეს. საქართველოს ღია პირველობის შედეგად ჩამოყალიბდება საქართველოს ნაკრები რომელიც დაიწყებს მზადებას ევროპის პირველობისთვის.

სამინისტროს პრესსამახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126618