ძიუდო

14:12 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის აღმასკომი და საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ახალი სისტემა

გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა შედგა. აღმასკომის წევრებმა მოიწონეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის წარმოდგენილი ახალი პროექტი „ერთად აღვზარდოთ მომავალი ჩემპიონები“, რომელიც ითვალისწინებს რეგიონებში მოვარჯიშე ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის ერთობლივი წვრთნების მოწყობას თბილისში ძიუდოს აკადემიაში.

აღმასკომმა იმaსჯელა საქართველოს ჩემპიონატის ახლებური სისტემის შესახებ და გადაწყდა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩატარდება შესარჩევი ტურნირები 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

დებულება 2015 წლის საქათველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მქონე სპორტსმენების განსაზღვრის შესახებ

განაცხადის ფორმა

პროექტი "ერთად აღვზარდოთ მომავალი ჩემპიონები"

0.113725