ჩოგბურთი

14:43 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მალაიზიაში პირველი წრე დასძლია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 041 540) პირველი წრე ზედმეტი პრობლემების გარეშე დასძლია.

ბასილაშვილი საწყის შეხვედრაში ყაზახეთის სახელით მოთამაშე ალეკსანდრ ნედოვესოვს გაეჯიბრა და 6:3, 1:0-ს ამარცხებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ამ გამარჯვების წყალობით, ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მე-2 რაუნდში კი ძალებს მე-3 ნომრად განთესილ ივო კარლოვიჩთან (ხორვატია) მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბასილაშვილს 561 სარეიტინგო ქულა გააჩნია და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის კლასიფიკაციაში 95-ე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11195