ფეხბურთი

22:42 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" შინ პირველად წააგო, "სიონი" - მეორეა

თბილისის “საბურთალომ” უმაღლესი ლიგის ეგიდით საკუთარ მოედანზე პირველი მატჩი წააგო. “სიონთან” გამართული მატჩი მართლაც კარგი სანახავი გამოდგა და იმათ ვინც სტადიონზე მივიდა საქმე სანანებლად ნამდვილად არ ჰქონიათ.

უნდა ითქვას, რომ გაცილებით გამოცდილმა “სიონმა” ვიზავის გამოცდილების ხარჯზე აჯობა. კლასით კი ისეთი თამაში იყო, მოგება ორივეს შეეძლო, თანაც თავისუფლად. უბრალოდ, მეტი გამოცდილების ხარჯზე, სტუმრებმა გადამწყვეტ მომენტებში გაცილებით მაღალი დონის თამაში აჩვენეს.

შეხვედრისთვის განკუთვნილი 90 წუთი მაღალ ტემპში წარიმართა და ორივე გუნდის შემტევები აქტიურად ირჯებოდნენ. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ თამაში უხვგოლიანი გამოდგა, თანაც დრამატული – ჯერ მასპინძლები იგებდნენ, მერე სტუმრები, ბოლოს კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სხვაობაც შეამცირა და მეტოქის კართან შტურმიც მოაწყო, მაგრამ ბოლნისელებმა თავი გადასარევად დაიცვეს და წაუგებელი სერია შეინარჩუნეს.

ვარლამ კილასონიას ხელში “სიონი” ბევრად გამართულ და კომპაქტურ ფეხბურთს თამშობს, რაც შედეგშიც ისახება. საქართველოს 2006 წლის ჩემპიონი მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე იქნება.

“საბურთალო” – “სიონი” 2:3 (1:1)

თბილისი, “ბენდელა”

“საბურთალო”: ქურდაძე, იაშვილი (სოფრომაძე 65), მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (ბიძინაშვილი 62), გოშთელიანი, ალთუნაშვილი, ფანცულაია, საბანაძე (კოხრეიძე 70),დვალი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

“სიონი”: მერლანი, სვანიძე, ფოფხაძე, ჯაფიაშვილი, გაფრინდაშვილი, შალამბერიძე (საჯაია 61), გოგობერიშვილი, რაზმაძე, მანჯგალაძე (ვასაძე 69), ისიანი (კობახიძე 74), ტატანაშვილი

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გოლები: 1:0 საბანაძე (9), 1:1 სვანიძე (21), 1:2 ისიანი (57), ისიანი (64), 2:3 დვალი (74)

გაფრთხილება: მამუჩაშვილი (28), ალთუნაშვილი (83) – მანჯგალაძე (26), კობახიძე (77)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

მეექვსე ტურის მეორე მატჩში თბილისის “ლოკომოტივმა” ქობულეთის “შუქურა” მიიღო და აჭარაში ქულა გაატანა, ფრე – 0:0

“ლოკომოტივი” – “შუქურა” 0:0 (0:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.191124