რუსეთის თასის გათამაშებას 1/16 ფინალიდან დაემშვიდობა მამუკა კობახიძისა და ნუკრი რევიშვილის “მორდოვია”, რომელმაც “ხიმკისთან” 0:1 წააგო. სარანსკელთა შორის არ უთამაშია რევიშვილს, ხოლო კობახიძემ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ჩნდება, მოედანზე 90 წუთი გაატარა.
იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში ლევან მჭედლიძის გარეშე ითამაშა “ემპოლიმ” და საკუთარ მოედანზე ბერგამოს “ატალანტასთან” დამარცხდა – 0:1. ლევანი ტრავმირებულია და ჯერჯერობით მკურნალობს. ტოსკანელებს კი 4 ქულით მე-14 ადგილი უკავიათ.
გერმანიის II ბუნდესლიგაში კი “ფრაიბურგი” გასვლაზე “ლაიპციგს” დაუზავდა (1:1). სტუმართა შორის ბოლო 20 წუთი ითამაშა ლუაკს ჰუფნაგელმა, რომელმაც გასულ ტურში გოლი გაიტანა. “ფრაი” 8 ტურის მერე 17 ქულით მეორე პოზიციაზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტიპი სიმბოლურში მოხვდა და გოლი გაიტანა, ამატ კიდევ ბოლო 20 წუთი ათამაშეს?
ეჰ ის დრო იყოს ახლა ქართველები რო ქმნიდნენ პაგოდას ფრაიბურგში 